თქვენ არ ხართ მარტო:)))

Standard

მოგესალმებით ეს ჩემი პირველი პოსტია :)) 
მინდა პირველივე პოსტით თქვენ მოგმართოთ და რამდენიმე სიტყვით მოგიყვეთ  ჩემი ღონისძიების შესახებ :))  
რამდენიმე კვირის წინ გამიჩნდა იდეა, რომ რომელიმე ბავშვთა სახლს დავხმარებოდი ჩემს სამოქალაქო კლუბთან ერთად,  1 კვირის წინ კი იდეების პრაქტიკაში განხორციელება  დავიწყე, პირველად მივმართე დაბის თვითმართველობას თხოვნით, რომ რაიმით დაგვხმარებოდნენ ჩვენს სამოქალაქო კლუბს დაგეგმილი ღონისძიების განხორციელებაში, (კონკრეტული მოთხოვნა არ გვქონია) გამგებელმა, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ ინიხციატივას უჭერს მხარს გვითხრა,რომ აუცილებლად დაგვეხმარება, გადავწყვიტეთ გამგეობამ პატარებისთვის სურსათი შეგვიძინოს საკმაოდ დიდი რაოდენობით.. დღეს ყველა კლასში გამოვაცხადეთ რომ ვიწყებთ თანხის შეგროვებას ასპინძის ბავშვთა სახლის დასახმარებლად..  ვაგროვებთ თანხას, წიგნებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტანსაცმელს, მოკლედ ვისაც როგორ შეგვიძლია ისე ვეხმარებით პატარებს, სავარაუდოდ ბავშვთა სახლში წასვლას 29 ნოემბრისთის ვგეგმავთ გვინდა პატარებისათის კონცერტი გავმართოთ ., უკვე გამოჩნდნენ მოხალისეები ვისაც სურთ ჩვენთან ერთად გაულამაზონ ბავშვებს ერთი დღე. მინდა თქვენ მოგმართოთ და გთხოვოთ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და რათქმაუნდა შესაძლებლობა დამიკავშირდით და ერთად დავეხმაროთ იმ პატარებს ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი როგორც სულიერი ისე მატერიალური დახმარება :)))  
 შეგიძლიათ მომწეროთ londa_19@yahoo.com
 ან facebook> londa macharashvili

6 responses »

  1. ლონდა შენს გვერდით მიგულე 🙂 წარმატებებს გისურვებ ბლოგის მუშაობაში :)ასე გააგრძელე 🙂

    • ლონდა, კარგი ინიციატივაა. შენი ბლოგის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ფეისბუქზეც განათავსე – სამოქალაქო ინიციატივების გვერდზე:)

  2. რაც ყველაზე მთავარია, კარგი იდეები გაქვს და გისურვებ განახორციელო.

  3. ყველას ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის:)))) :* ვეცდები უფრო აქტიურად გავაგრძელო დაწყებული კეთილი საქმეები :*

Leave a comment