“გჯეროდეს შენი ოცნებების”

Standard

 

 

ამ პოსტის შესახებ უფრო ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ გამოცდების გადამკიდემ ვეღარ მოვახერხე, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჩვენი კლუბის ისტორიაში, ჩვენმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ  ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია.

ყველაფერი დაიწყო იდეით, რომელიც კლუბის წევრს მადონა ჯელიას მოუვიდა, იდეის მიზანი იყო მაშტაბური საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება, რომლისთვისაც თანხებს არა კონკრეტული დამფინანსებლისგან მოვიპოვებდით, არამედ ჩვენ თვითონ შევაგროვებდით. ღონისძიებისთვის მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ, დავბეჭდეთ ბანერები, ბუკლეტები ბილეთები მოსაწვევები, მოვაგვარეთ ყველა საორგანიზაციო საკითხი, სამოქალაქო კლუბი დავიყეთ ჯგუფებათ და ცალ-ცალკე ვაგვარებდით დაკისრებულ მოვალეობებს, საღამოს შეკრებისას კი ვაჯამებდით ჩატარბულ სამუშაოებს,  ნაწილი ღონისძიების პროგრამას ადგენდა და მის განხორციელებას უზრუნველყოფდა, ნაწილი კი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს- ბილეთების გაყიდვას და ღონისძიების პიარს აგვარებდა.. ყოველივე ამის გაკეთება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, იმის გააზრება, რომ ყველაფერი ჩვენი ძალებით კეთდებოდა და ჩვენ თვითონ შეგვეძლო დავხმარებოდით გაჭირვებულ ოჯახებს  უფრო მეტ სტიმულს სძენდა ჩვენს მუშაობას, ყოველ დღე გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებოდით საკონცერტო დარბაზში, მონაწილეები სარეპეტიციოდ რჩებოდნენ, მე და მადონა ბილეთების გასაყიდად და მოსაწვევების დასარიგებლად მივდიოდით, ნაწილი ბავშვებიისა ღონისძიებისთვის საჭირო რეკვიზიტების შეგროვებას უზრუნველყოფდა, საღამოს ისევ ვიკრიბებოდით დარბაზში და ყოველ ღამე 22/00 საათამდე ვმუშაობდით, სწორედ ასეთმა გუნდურმა და დაუღალავმა მუშაობამ გამოიღო შედეგი, რომელსაც ჩვენც კი არ ველოდებოდით.

ღონისძიებას “გჯეროდეს შენი ოცნებების”  დავარქვით, ბილეთის ფასი 3 ლარამდე  მერყეობდა, ზოგიერთი უფრო მეტსაც იხდიდა, ზოგს საერთოდ არ სურდა შეძენა, ბილეთების გაყიდვაში ძალიან დაგვეხმარა: ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, დაბის მუნიციპალიტეტი და კერძოდ გამგებლის მოადგილე რატი ტატალაშვილი, თითქმის ყველა აფთიაქი, მაღაზია და კერძო დაწესებულება, დაბაში არსებული ყველა სკოლა, საავადმყოფო და რესურსცენტრი, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით მათ. 6 ივნის დიდლით  სანამ ღონისძიება დაიწყებოდა ჩვენი კლუბის წარმომადგენლები შევხვდით შპს ტაოს დირექტორს ბატონ ლევან თუმანიშვილს და ვუამბეთ ჩვენი ინიციატივის შესახებ, ბატონმა ლევანმა საჩუქრად გადმოგვცა 15 ყუთი სხვადასხვა სახის ტკბილეული და სასმელები გაჭირვებული ოჯახებისათვის.

2 საათისთვის  ყველაფერი მზად იყო, მოგვარებული იყო ყველა საორგანიზაციო საკითხი, იმაზე მეტი ხალხი მოვიდა ვიდრე ველოდით, დარბაზი მთლიანად შეივსო და დაგვჭირდა სკამების დამატებაც, ღონისძიება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, რაზეც მაყურებლის ემოციაც მეტყველებდა, ყველაფერი ძალაინ კარგად გამოვიდა, მარტო ბილეთებით შემოვიდა 350 ლარი, 150 ლარი იქვე გადავეცით ართმლაძეების მრავალშვილიან ოჯახს, დანარჩენი თანხა კი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წინასწარ შერჩეულ ოჯახებზე გადაანაწილა.   ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა გავაგრძელეთ მხიარულება.

როგორც უკვე ავღნიშნე ღონისძიება იმაზე უკეთესი გამოვიდა ვიდრე ველოდით, ეს ყოველივე ერთად დაუღალავი მუშაობის შედეგი იყო, ძალიან დიდი მადლობა პარტნიორ ორგანიზაციას ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც მხარს უბავს ჩვენს მიერ წამოწყებულ ყველა ინიციატივას, მადლობა მათ  ვინც თითო ლარიი გაიღო ბილეთისთვის, განსაკუთრებული მადლობა მონაწილეებს და ორგანიზატორებს.

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ პასიურ საზოგადოებას, რომ ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია და რომ ჩვენ- ბავშვები საზოგადოების მნიშვნელოვვანი ნაწილი ვართ, რომლებსაც მხოლოდ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება კეთილი საქმეების გასაკეთებლად, საჭიროა მხოლოდ სურვილი რესურსის მოძიება კი  თვითონაც შეგვიძლია..

ჩვენი სამოქალაქო კლუბი “ავტოპორტრეტი” ვამაყობთ კიდევ ერთი კეთილი დღით ჩვენი კლუბის ისტორიიდან.

 

This slideshow requires JavaScript.

 

2 responses »

Leave a comment