Monthly Archives: November 2011

დავეხმაროთ))))

Standard

როგორც იქნა ამ ღონისძიებას ასრულება ეღირსა. როგორც წინა პოსტში დავწერე ასპინძის ბავშვთა სახლი დაიხურა (((  საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ისეთ დაწესებულებას, რომელიც ან თითქმის ყველასგან დავიწყებულია, ან ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი დახმარება და ვიპოვე.. ეს არის ყოფილი ახალგორის  ახლა უკვე წეროვანის ბავშვთა სახლი სადაც 30მდე ლტოლვილი და უპატრონო ბავშვი ცხოვრობს მათი ასაკი 10დან 18 წლამდეა ))).. უკვე ვაგროვებთ თანხას და სხვადასხვა ნივთებს მათთვის, იმის გამო რომ ამინდზე ვართ დამოკიდებული ან 2 დეკემბერს წავალთ ან 5ში.. ბავშვები უკვე გველოდებიან, კიდევ ერთხელ გთხოვთ თუკი ვინმეს გაქვთ სურვილი და რათქმაუნდა შესაძლებლობაც დავეხმაროთ ამ პატარებს დამიკავშირდით .. რაც უფრო მაშტაბური გამოვა ღონისძიება მით უფრო გახარებული დარჩებიან ის ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც წეროვანის ბავშვთა სახლში ცხოვრობენ ))).. P.S შეგიძლიათ იმ კონცერტის მოწყობაში დაგვეხმაროთ რომელსაც იქ გავმართვავთ  ან თვითონ მიიღოთ მონაწილეობა 
შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:
facebook: Londa macharashvili
568 80 70 77
Londa_19@yahoo.com 

თქვენ არ ხართ მარტო :)))

Standard

არ ვიცი სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ჩემი გეგმები შეიცვალა.. როგორც შევირტყვეთ  ასპინძის ბავშვთა სახლი ორშაბათს ოფოციალურად დაიხურება..  ბავშვები ოჯახებში გადანაწილდებიან. ამიტომ ასპინძაში წასვლა ვეღარ მოხერხდება,  ხვალ ზუსტად მეცოდინება სად წავალთ.. შეგიძლიათ იდეები მომაწოდოთ მინდა რომელიმე ბავშვთა სახლი შევარჩიოთ რომელსაც განსაკუთრებით ჭირდება ჩვენი დახმარება :))) შეგიძლიათ მომწეროთ თუკი გეგულებათ ყველასგან დავიწყებული ბავშვები… გელოდებით, ველი თქვენს გამოხმაურებას :)))

თქვენ არ ხართ მარტო:)))

Standard

მოგესალმებით ეს ჩემი პირველი პოსტია :)) 
მინდა პირველივე პოსტით თქვენ მოგმართოთ და რამდენიმე სიტყვით მოგიყვეთ  ჩემი ღონისძიების შესახებ :))  
რამდენიმე კვირის წინ გამიჩნდა იდეა, რომ რომელიმე ბავშვთა სახლს დავხმარებოდი ჩემს სამოქალაქო კლუბთან ერთად,  1 კვირის წინ კი იდეების პრაქტიკაში განხორციელება  დავიწყე, პირველად მივმართე დაბის თვითმართველობას თხოვნით, რომ რაიმით დაგვხმარებოდნენ ჩვენს სამოქალაქო კლუბს დაგეგმილი ღონისძიების განხორციელებაში, (კონკრეტული მოთხოვნა არ გვქონია) გამგებელმა, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ ინიხციატივას უჭერს მხარს გვითხრა,რომ აუცილებლად დაგვეხმარება, გადავწყვიტეთ გამგეობამ პატარებისთვის სურსათი შეგვიძინოს საკმაოდ დიდი რაოდენობით.. დღეს ყველა კლასში გამოვაცხადეთ რომ ვიწყებთ თანხის შეგროვებას ასპინძის ბავშვთა სახლის დასახმარებლად..  ვაგროვებთ თანხას, წიგნებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტანსაცმელს, მოკლედ ვისაც როგორ შეგვიძლია ისე ვეხმარებით პატარებს, სავარაუდოდ ბავშვთა სახლში წასვლას 29 ნოემბრისთის ვგეგმავთ გვინდა პატარებისათის კონცერტი გავმართოთ ., უკვე გამოჩნდნენ მოხალისეები ვისაც სურთ ჩვენთან ერთად გაულამაზონ ბავშვებს ერთი დღე. მინდა თქვენ მოგმართოთ და გთხოვოთ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და რათქმაუნდა შესაძლებლობა დამიკავშირდით და ერთად დავეხმაროთ იმ პატარებს ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი როგორც სულიერი ისე მატერიალური დახმარება :)))  
 შეგიძლიათ მომწეროთ londa_19@yahoo.com
 ან facebook> londa macharashvili