საქველმოქმედო აქციის ამსახველი ვიდეო მასალა

Standard

ღონისძიების “გჯეროდეს შენი ოცნებების” შესახებ მომზადებული სიუჟეტი ადგილობრივ ტელევიზიიდან :)))

“გჯეროდეს შენი ოცნებების”

Standard

 

 

ამ პოსტის შესახებ უფრო ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ გამოცდების გადამკიდემ ვეღარ მოვახერხე, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჩვენი კლუბის ისტორიაში, ჩვენმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ  ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია.

ყველაფერი დაიწყო იდეით, რომელიც კლუბის წევრს მადონა ჯელიას მოუვიდა, იდეის მიზანი იყო მაშტაბური საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება, რომლისთვისაც თანხებს არა კონკრეტული დამფინანსებლისგან მოვიპოვებდით, არამედ ჩვენ თვითონ შევაგროვებდით. ღონისძიებისთვის მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ, დავბეჭდეთ ბანერები, ბუკლეტები ბილეთები მოსაწვევები, მოვაგვარეთ ყველა საორგანიზაციო საკითხი, სამოქალაქო კლუბი დავიყეთ ჯგუფებათ და ცალ-ცალკე ვაგვარებდით დაკისრებულ მოვალეობებს, საღამოს შეკრებისას კი ვაჯამებდით ჩატარბულ სამუშაოებს,  ნაწილი ღონისძიების პროგრამას ადგენდა და მის განხორციელებას უზრუნველყოფდა, ნაწილი კი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს- ბილეთების გაყიდვას და ღონისძიების პიარს აგვარებდა.. ყოველივე ამის გაკეთება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, იმის გააზრება, რომ ყველაფერი ჩვენი ძალებით კეთდებოდა და ჩვენ თვითონ შეგვეძლო დავხმარებოდით გაჭირვებულ ოჯახებს  უფრო მეტ სტიმულს სძენდა ჩვენს მუშაობას, ყოველ დღე გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებოდით საკონცერტო დარბაზში, მონაწილეები სარეპეტიციოდ რჩებოდნენ, მე და მადონა ბილეთების გასაყიდად და მოსაწვევების დასარიგებლად მივდიოდით, ნაწილი ბავშვებიისა ღონისძიებისთვის საჭირო რეკვიზიტების შეგროვებას უზრუნველყოფდა, საღამოს ისევ ვიკრიბებოდით დარბაზში და ყოველ ღამე 22/00 საათამდე ვმუშაობდით, სწორედ ასეთმა გუნდურმა და დაუღალავმა მუშაობამ გამოიღო შედეგი, რომელსაც ჩვენც კი არ ველოდებოდით.

ღონისძიებას “გჯეროდეს შენი ოცნებების”  დავარქვით, ბილეთის ფასი 3 ლარამდე  მერყეობდა, ზოგიერთი უფრო მეტსაც იხდიდა, ზოგს საერთოდ არ სურდა შეძენა, ბილეთების გაყიდვაში ძალიან დაგვეხმარა: ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, დაბის მუნიციპალიტეტი და კერძოდ გამგებლის მოადგილე რატი ტატალაშვილი, თითქმის ყველა აფთიაქი, მაღაზია და კერძო დაწესებულება, დაბაში არსებული ყველა სკოლა, საავადმყოფო და რესურსცენტრი, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით მათ. 6 ივნის დიდლით  სანამ ღონისძიება დაიწყებოდა ჩვენი კლუბის წარმომადგენლები შევხვდით შპს ტაოს დირექტორს ბატონ ლევან თუმანიშვილს და ვუამბეთ ჩვენი ინიციატივის შესახებ, ბატონმა ლევანმა საჩუქრად გადმოგვცა 15 ყუთი სხვადასხვა სახის ტკბილეული და სასმელები გაჭირვებული ოჯახებისათვის.

2 საათისთვის  ყველაფერი მზად იყო, მოგვარებული იყო ყველა საორგანიზაციო საკითხი, იმაზე მეტი ხალხი მოვიდა ვიდრე ველოდით, დარბაზი მთლიანად შეივსო და დაგვჭირდა სკამების დამატებაც, ღონისძიება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, რაზეც მაყურებლის ემოციაც მეტყველებდა, ყველაფერი ძალაინ კარგად გამოვიდა, მარტო ბილეთებით შემოვიდა 350 ლარი, 150 ლარი იქვე გადავეცით ართმლაძეების მრავალშვილიან ოჯახს, დანარჩენი თანხა კი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წინასწარ შერჩეულ ოჯახებზე გადაანაწილა.   ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა გავაგრძელეთ მხიარულება.

როგორც უკვე ავღნიშნე ღონისძიება იმაზე უკეთესი გამოვიდა ვიდრე ველოდით, ეს ყოველივე ერთად დაუღალავი მუშაობის შედეგი იყო, ძალიან დიდი მადლობა პარტნიორ ორგანიზაციას ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც მხარს უბავს ჩვენს მიერ წამოწყებულ ყველა ინიციატივას, მადლობა მათ  ვინც თითო ლარიი გაიღო ბილეთისთვის, განსაკუთრებული მადლობა მონაწილეებს და ორგანიზატორებს.

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ პასიურ საზოგადოებას, რომ ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია და რომ ჩვენ- ბავშვები საზოგადოების მნიშვნელოვვანი ნაწილი ვართ, რომლებსაც მხოლოდ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება კეთილი საქმეების გასაკეთებლად, საჭიროა მხოლოდ სურვილი რესურსის მოძიება კი  თვითონაც შეგვიძლია..

ჩვენი სამოქალაქო კლუბი “ავტოპორტრეტი” ვამაყობთ კიდევ ერთი კეთილი დღით ჩვენი კლუბის ისტორიიდან.

 

This slideshow requires JavaScript.

 

“გჯეროდეს შენო ოცნებების”

Standard

მოგესალმებით :)))

კიდევ ერთხელ ვცდილობთ კეთილი საქმის გაკეთებას და საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, რომ – ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია..  ახალი პოსტიც ამ აქტივობის შესახებაა..

ოთხშაბათს 6 ივნისს  15/00 სთ დაბა ადიგენის კულტურის სახლში გაიმართება  ადიგენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ “ავტოპორტრეტის”” მიერ დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება -“გჯეროდეს შენი ოცნებების”.. ბილეთების ფასი 3 ლარამდე ( იმის გამო რომ ღონისძიება საქველმოქმედოა, არ გვაქვს დაწესებული კონკრეტული თანხა) ბილეთები გაიყიდება კულტურის სახლთან,   ასევე სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული თანხის გაღება ქველმოქმედების სახით,  იმ შემთხვევაში თუ ვინმეს გაქვთ სურვილი  მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, ნებისმიერი სახით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონზე 568 80 70 77 ან facebook-ის საშუალებით  Londa  Macharashvili,,  შემოსული თანხით ვეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს…

აქტიუროო მოქალაქეებო, გაქვთ შესაძლებლობა საზოგადოების პასიურ წევრებს დავანახოთ, რომ ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია ..

ქველმოქმედება

Standard

სხვებისთვის ქველმოქმედებით ჩვენი თავისთვისაც ვქმელმოქმედებთ)))


. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მეორე ბერს ჰკითხა და უთხრა: ჩემო მამაო, მსურს ჩემი საკუთრების ნაწილი ქველმოქმედებისთვის გავცე. ამიტომ გთხოვ, მითხარი როგორ მოვიქცე, რომ სიხარულით დავბრუნდე სახლში: მცირედ-მცირედ აღვასრულო ქველმოქმედება, თუ ერთ ჯერზე?

ძმაო! მე არ შემიძლია სათანადო პასუხის გაცემა, თუმცა წერილი შეგაგონებს, როდესაც ამბობს: „ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანხა გაქვს“ (იგავ. 3, 28). მაგრამ სათნოებათა საზომები განსხვავებულია და თითოეული თავის ძალისაებრ მოქმედებს: ერთ ადამიანს თავისი შემოსავლიდან მცირედის გაცემა შეუძლია, მეორე საკუთრების მეათედს გასცემს, ზოგი მეოთხედს, ზოგი მესამედს, ხოლო ზოგი ნახევარს – თითოეული თავის საზომის მიხედვით. ხოლო ვისაც სრულყოფილი საზომის მიღწევა სურს, მე, უკანასკნელს, ნუ მკითხავს, არამედ ჩვენი სულების მოძღვრისა და ექიმის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესაგან ისწავლოს, რომელმაც მდიდარ ჭაბუკს უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათე 19, 21). დაე, შენი აზრები სიკვდილის სიახლოვის ხსოვნამ გააძლიეროს, რომელიც არავინ იცის, როდის ეწვევა. სანამ ამ ცხოვრებიდან გავალთ, სიკეთის ქმნას შევეცადოთ, რამეთუ არ ვიცით, რომელ დღეს მოგვიწოდებენ, რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და ხუთ სულელ ქალწულთან ერთად, კარს მიღმა არ დავრჩეთ, რომელთაც ლამპრები აიღეს, მაგრამ ჭურჭლით ზეთი არ მოუმარაგებიათ. ჩვენი ძალისაებრ იმდენის გაკეთება ვცადოთ, რამდენის საშუალებასაც ჩვენი უძლურება მოგვცემს და ყველასთვის კეთილი მეუფე ბრძენ ქალწულებთან ერთად თავის სასახლეში შეგვიყვანს, რათა ქრისტესთან ერთად ენით აუწერელი სიხარულით გავიხაროთ, ამინ.

წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

წეროვანის ბავშთა სახლში სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა :)))

Standard

ეს ვიდეო მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებისა რაც წეროვანში გავმართეთ, მე ვფიქრობ აქ აშკარადაა ასახული ღონისძიების მნიშვნელობა და შედეგი

 

ეს კი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ გადაღებული სიუჟეტია ღონისძიების შესახებ  🙂

საქველმოქმედო აქცია წეროვანის ბავშთა სახლში.

Standard

     ყველაფერი დაიწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში ყოფნისას, როდესაც დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა საქველმოქმედო აქცია, რომელიც საკმაოდ მაშტაბური იქნებოდა, ზუსტად ვხვდებოდი რომ ამას მარტო ვერ გავაკეთებდი, ამიტომ ჩემს სამოქალაქო კლუბს გავაცანი იდეა, რომლის მუშაობის ერთ ერთ პრიორიტეტს ქველმოქმედება წარმოადგენს.. ძალიან მალევე დავიწყეთ წინასწარი გეგმის შემუშავება და ორ კვირაში მე უკვე ვიცოდი სად უნდა წავსულიყავით და რა რესურსით. ბაზა რომელიც ინტერნეტსივრცეში არსებოს ბავშვთა სახლების შესახებ, სრულიად გამოუდეგარია, იმის გამო, რომ ვერ დავუკავშირდი იმ ბავშვთა სახლებს, რომელიც ღონისძიებისთვის შეირჩა, გადავწყვიტე ჩვენს რეგიონში ასპინძის ბავშვთა სახლი მოგვენახულებინა, თითქმის ყველაფერი მზად იყო როდესაც შევიტყეთ, რომ ასპინძის ბავშთა სახლი გაუქმდა და ბავშვები ოჯახებში გადაიყვანეს, უკვე ყველაფერი მზად გვქონდა და აუცილებლად უნდა მომეძია რამე სხვა, საბოოლოოდ კიდევ ერთხელ მოვიძიე სრული ინფორმაცია ბავშვთა სახლების შესახებ და ჩემდა გასაოცრად პირველივე ზარს უპასუხაა წეროვანის ბავშვთა სახლის დირექტორმა, ეს იყო ყოფილი ახალგორის ბავშვთა სახლი, რომელიც აგვისტოს ომს შეეწირა, ეს პატარები 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოკუპანტების გვერდით, სექტემბერში კი პრეზიდენტმა მათ გორის რეზიდენცია დაუთმო, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ფუნქციონირებდა. ქალბატონმა ოლიამ (ბავშთა სახლის დირექტორი) მითხრა, რომ სულ 33 აღსაზრდელი იყო 10დან 18 წლამდე, აღმოჩნდა რომ ბავშვებს ყველაზე მეტად ტკბილეული გაახარებდათ..
      როგორც გითხარით ამ დროისთვის ყველაფერი მზად გვქონდა, მინდა ამ სამუშაოების შესახებ გიამბოთ, რომელიც იმისთვის ჩავატარეთ, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო. თავდაპირველად სკოლაში გამოვაცხადე, რომ ვაგროვებდით თანხას და სხვადასხვა ნივთებს წეროვანის ბავშთა სახლისათვის, შემდეგ ბლოგზე დავწერე ღონისძიების შესახებ, რასაც ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლე სოფო ნადირაძე გამოეხმაურა, მალევე ვესტუმრეთ ადიგენის მუნიციპალიტეტს, გამგებელმა (სიმონ პარუნაშვილი) ჩვენი სურვილის მიხედვით გამოგვიყო თანხა. ორ კვირაში ჩვენ უკვე გვქონდა საწვავის ფული რომელიც პარტნიორმა ორგანიზაციამ, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოგვცა, გვქონდა სურსათის ფული და ბავშვების მიერ შეგროვებული სხვადასხვა ნივთები. ყველაფერი მზად იყო ღონისძიების შესასრულებლად 🙂
     20 დეკემბრს დილის 10 საათზე გავედით ადიგენიდან, ცოტა ხნით შევჩერდით ახალციხეში პარტნიორ ორგანზაციაში სადაც შეგროვებული იყო იმ ნივთების ნაწილი, რომელიც წეროვანში მიგვქონდა, აქვე შემოგვიერთდა პირველი სკოლის წარმომადგენელი სოფო და პარტნიორი ორგანიზაციიდან მზია ინასარიძე, როდესაც წეროვანში მივედით ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, დაველოდეთ სანამ ისადილებდნენ და მოვემზადეთ ღონისძიებისთვის.. წეროვანის ბავშვთა სახლი საქართველოს პრეზიდენტის საკუთრება იყო, რომელიც ყოფილი ახალგორის აღსაზრდელებს სექტემბერში გადაეცა საჩუქრად, აქ მართლაც არაჩვეულებრივი პირობებია ცხოვრებისთვის, ბავშვებს არაფერი აკლიათ, ნამდვილი ოჯახის გარდა, რომელიც მხოლოდ ორ ბავშვს აკითხავს და ისიც მხოლოდ ახლა წელს.

This slideshow requires JavaScript.


     პირველი 30 წუთი ბავშვები ძალიან უცხოდ იქცეოდნენ და თითქმის არ გვეკონტაქტებოდნენ, ღონისძიება დასასრულს უახლოვდებოდა, და ვფიქრობდი რომ ღონისძიების მთავარი მიზანი, რომ ჩვენი დამეგობრება მომხდარიყო ვერ მოხერხდა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო ეს დღე ჩვეულებრივ საქველმოქმედო აქციას ემსგავსებოდა… სწორედ ამ დროს მზიას (პარტნიორი ორგანიზაციიდან) მოუვიდა იდეა, რომ ჩვენს შემდეგ წეროვანის აღსაზრდელებს გაემართათ კონცერტი.. ძალიან კარგი იდეა გამოდგა და 15 წუთის შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად ვწსავლობდით ახალ ილეთებს სამეჯლისო ცეკვებიდან. ძალიან მხიარული და თბილი ბავშვები აღმოჩნდნენ, საკმაოდ უკომპლექსონიც, ჩვენ შორის მოიხსნა ყველანაირი ბარიერი.. დღის ბოლოს ყველამ ყველას სახელი იცოდა.. მათთან თითქმის 5 საათი გავატარეთ და წამოსვლა აღარ გვინდოდა, ისინიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ქალბატონმა ოლიამ(წერობანის ბავშთა ასახლის დირექტორი) გვითხრა,რომ ასე თბილად და თავისუფლად ბავშვები იშვიათად ესაუბრებიან სტუმრებსო. მართლაც პატარა ანა რომელიც ძმასთან- ვანოსთან ერთად ცხოვრობს წეროვანში, ამბობს, რომ მიუხედავად არაჩვეულებრივი პირობებისა, მას მხოლოდ ახალგორში დაბრუნება სურს.. ყოველივე ამის შესახებ კი თვალცრემლიანი საუბრობს…ანა საოცარი ბავშვია, ცისფერი ცრემლიანი თვალებით რომელიც არავის ტოვებს გულგრილს.
   წამოსვლის დრო რომ დადგა ზუსტად 20 წუთის განმავლობაში სათითაოდ მივდიოდი და ყველას ცალლ-ცალკე ვთხოვდი წასასვლელად მომზადებას, ჩვენც და აღსაზრდელებსაც ძალიან გვიჭირდა დაშორება და ამის გამო წამოსვლა ძალიან გაგვიჭიანურდა. საღამოს 7 საათზე ჩვენ უკვე დავტოვეთ წეროვანის ბავშვთა სახლი..
   არაჩვეულებრივი დღე და განსაკუთრებული აქცია გამოგვივიდა, ძალიან თბილი და მხიარული.. ზედმეტად ამბიციურია, მაგრამ მე ვამაყობ ამ დღით…. :))))

ხვაალ )))))

Standard

როგორც იქნა… ხვალ მივდივართ წეროვანის ბავშვთა სახლში.. ცოტა ხნის წინ მოვრჩით ყველა საჩუქრის ყიდვას და შეფუთვაას :)))) რაღაც დეტალები დაგვრჩა მოსაგვარებელი და ხვალ 10 საათზე ყველაფრით მზად ვიქნებით.. ასევე მოვამზადეთ კონცერტი რითაც წეროვანის ბავშვთა სახლს ცოტათი გავუხალისებთ დღეს….

დავეხმაროთ))))

Standard

როგორც იქნა ამ ღონისძიებას ასრულება ეღირსა. როგორც წინა პოსტში დავწერე ასპინძის ბავშვთა სახლი დაიხურა (((  საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ისეთ დაწესებულებას, რომელიც ან თითქმის ყველასგან დავიწყებულია, ან ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი დახმარება და ვიპოვე.. ეს არის ყოფილი ახალგორის  ახლა უკვე წეროვანის ბავშვთა სახლი სადაც 30მდე ლტოლვილი და უპატრონო ბავშვი ცხოვრობს მათი ასაკი 10დან 18 წლამდეა ))).. უკვე ვაგროვებთ თანხას და სხვადასხვა ნივთებს მათთვის, იმის გამო რომ ამინდზე ვართ დამოკიდებული ან 2 დეკემბერს წავალთ ან 5ში.. ბავშვები უკვე გველოდებიან, კიდევ ერთხელ გთხოვთ თუკი ვინმეს გაქვთ სურვილი და რათქმაუნდა შესაძლებლობაც დავეხმაროთ ამ პატარებს დამიკავშირდით .. რაც უფრო მაშტაბური გამოვა ღონისძიება მით უფრო გახარებული დარჩებიან ის ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც წეროვანის ბავშვთა სახლში ცხოვრობენ ))).. P.S შეგიძლიათ იმ კონცერტის მოწყობაში დაგვეხმაროთ რომელსაც იქ გავმართვავთ  ან თვითონ მიიღოთ მონაწილეობა 
შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:
facebook: Londa macharashvili
568 80 70 77
Londa_19@yahoo.com 

თქვენ არ ხართ მარტო :)))

Standard

არ ვიცი სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ჩემი გეგმები შეიცვალა.. როგორც შევირტყვეთ  ასპინძის ბავშვთა სახლი ორშაბათს ოფოციალურად დაიხურება..  ბავშვები ოჯახებში გადანაწილდებიან. ამიტომ ასპინძაში წასვლა ვეღარ მოხერხდება,  ხვალ ზუსტად მეცოდინება სად წავალთ.. შეგიძლიათ იდეები მომაწოდოთ მინდა რომელიმე ბავშვთა სახლი შევარჩიოთ რომელსაც განსაკუთრებით ჭირდება ჩვენი დახმარება :))) შეგიძლიათ მომწეროთ თუკი გეგულებათ ყველასგან დავიწყებული ბავშვები… გელოდებით, ველი თქვენს გამოხმაურებას :)))

თქვენ არ ხართ მარტო:)))

Standard

მოგესალმებით ეს ჩემი პირველი პოსტია :)) 
მინდა პირველივე პოსტით თქვენ მოგმართოთ და რამდენიმე სიტყვით მოგიყვეთ  ჩემი ღონისძიების შესახებ :))  
რამდენიმე კვირის წინ გამიჩნდა იდეა, რომ რომელიმე ბავშვთა სახლს დავხმარებოდი ჩემს სამოქალაქო კლუბთან ერთად,  1 კვირის წინ კი იდეების პრაქტიკაში განხორციელება  დავიწყე, პირველად მივმართე დაბის თვითმართველობას თხოვნით, რომ რაიმით დაგვხმარებოდნენ ჩვენს სამოქალაქო კლუბს დაგეგმილი ღონისძიების განხორციელებაში, (კონკრეტული მოთხოვნა არ გვქონია) გამგებელმა, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ ინიხციატივას უჭერს მხარს გვითხრა,რომ აუცილებლად დაგვეხმარება, გადავწყვიტეთ გამგეობამ პატარებისთვის სურსათი შეგვიძინოს საკმაოდ დიდი რაოდენობით.. დღეს ყველა კლასში გამოვაცხადეთ რომ ვიწყებთ თანხის შეგროვებას ასპინძის ბავშვთა სახლის დასახმარებლად..  ვაგროვებთ თანხას, წიგნებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტანსაცმელს, მოკლედ ვისაც როგორ შეგვიძლია ისე ვეხმარებით პატარებს, სავარაუდოდ ბავშვთა სახლში წასვლას 29 ნოემბრისთის ვგეგმავთ გვინდა პატარებისათის კონცერტი გავმართოთ ., უკვე გამოჩნდნენ მოხალისეები ვისაც სურთ ჩვენთან ერთად გაულამაზონ ბავშვებს ერთი დღე. მინდა თქვენ მოგმართოთ და გთხოვოთ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და რათქმაუნდა შესაძლებლობა დამიკავშირდით და ერთად დავეხმაროთ იმ პატარებს ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი როგორც სულიერი ისე მატერიალური დახმარება :)))  
 შეგიძლიათ მომწეროთ londa_19@yahoo.com
 ან facebook> londa macharashvili